saqarTvelos uReltexilebi - Sxeldis uReltexili

კოორდინატები 43°10`06` ჩ. გ. 42°40`51` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3950 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

თოვლ-ყინულიანი უღელტეხილი სვანეთის კავკასიონისს მთავარ ქედზე, მწვერვალ შხელდის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3950 მ. მდინარეების დარლისა და მესტიაჭალის ხეობებს (ენგურის აუზი) აკავშირებს მდინარე ბაქსანის ხეობასთან (ყაბარდო-ბალყარეთი). შხელდის უღელტეხილი ძნელად გადასალახია და საჭიროებს ალპინისტური ტექნიკის გამოყენებას.